საგზაო პოლიცია იმედოვნებს, რომ სატყუარები ავარიების აღკვეთას დაეხმარება, მაგრამ ადამიანებს ამის არ სჯერათ " />

აზერბაიჯანის ტრასებზე საპატრულო მანქანების ფორმის სატყუარები გამოჩნდა

საგზაო პოლიცია იმედოვნებს, რომ სატყუარები ავარიების აღკვეთას დაეხმარება, მაგრამ ადამიანებს ამის არ სჯერათ

აზერბაიჯანის გზებზე საპატრულო ავტომობილების ფორმის პლასტმასის სატყუარები გაჩნდა. ისინი ავარიების აღსაკვეთად არის განკუთვნილი. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი სატყუარა უკვე „ავარიაში“ მოხვდა – ის ავტომობილის მძღოლმა დაამტვრია.

• ვიდეო: აზერბაიჯანელი ქალი-ავტომექანიკოსის ისტორია

• ალკოჰოლი, სისწრაფე, კორუფცია – საავტომობილო ავარიების საშიში სტატისტიკა აფხაზეთში

ილუზია ტრასაზე

სატყუარები ციმციმებით არის აღჭურვილი, ზოგიერთი კი – რადარებითაც. მათ, ძირითადად, საერთაშორისო ტრასებზე დგამენ, – წერს 1news.

ფოტო: 1news.az 

შორიდან სატყუარა საგზაო პოლიციის ნამდვილ მანქანას ჰგავს. ჩანაფიქრის მიხედვით, ამან მძღოლებს სიჩქარის შემცირება, უფრო ყურადღებით და ფრთხილად ყოფნა უნდა აიძულოს.

ბაქოს საგზაო პოლიციის სამმართველოში ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ასე რომ, აზერბაიჯანმა უბრალოდ მსოფლიო გამოცდილება გადმოიღო. 

მაგრამ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ამ წამოწყების წარმატების არ სჯერათ. 

ზოგიერთი კომენტარი: 

 „არ გამიკვირდება, რომ მალე ამ სატყუარებმაც ქრთამის აღება დაიწყონ“;

„მათ წინაშე, ვისაც წესები ფეხზე ჰკიდია, ასეთი სატყუარები უძლურია“

 „სრულიად უსარგებლო რამეა. პირველივე შემთხვევის შემდეგ ყველა იგნორირებას გაუკეთებს“

პირველი ავარია

პირველი „დაზარალებული“ სატყუარა ბაქოსა და ქალაქ შამაჰის დამაკავშირებელ ტრასაზე სულ რამდენიმე დღეს იდგა.

მძღოლი, რომელმაც სატყუარა „გაიტანა“, მალევე დააკავეს, თუმცა არ იუწყებიან, მან ეს შემთხვევით ჩაიდინა თუ განგებ.

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანში 2019  წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 822 ავარია მოხდა. ეს , გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტია. 


ასევე წაიკითხეთ