აფხაზეთმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა
საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის განკარგულება, აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ გასცა.
ეს დაკავშირებულია უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბის მუშაობასთან, რომლის ამოცანაც, აფხაზეთის მოსახლეობის კორონავირუსის ინფექციისგან დაცვაა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბგანბამ უკვე გამოსცა განკარგულება, 7 აპრილამდე შეეჩერებინათ აფხაზეთიდან საქართველოში გადასასვლელი სპეციალური საშვების გაცემა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო.
აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის განცხადებით, საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს შეეძლებათ, რომლებიც ვალდებული არიან, არ შევიდნენ კონტაქტში საქართველოს მცხოვრებლებთან. საქართველოში წასვლას მოახერხებენ ისინიც, ვინც იქ მკურნალობის კურსი უნდა გაიარონ. თუმცა, აფხაზეთში დაბრუნებას ისინი მხოლოდ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ შეძლებენ.
აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის.