როგორც ტელეარხი „რუსთავი-2“ იუწყება, 28 ივნისს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ერთდროულად მიიღეს SMS შეტყობინებები კიბერშეტევის თაობაზე." />

Petya-მ საქართველომდე მოაღწია – კიბერ შეტევა ფოთის პორტზე განხორციელდა

როგორც ტელეარხი „რუსთავი-2“ იუწყება, 28 ივნისს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ერთდროულად მიიღეს SMS შეტყობინებები კიბერშეტევის თაობაზე.

„რუსთავი-2“ იუწყება, რომ 28 ივნისს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ერთდროულად მიიღეს SMS შეტყობინებები კიბერშეტევის თაობაზე. დეპუტატებს ურჩევდნენ, რომ ერთხანს ელექტრონული ფოსტით არ ესარგებლათ.

პარლამენტის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ კიბერ-შეტევა არ მომხდარა, თუმცა, მოვიდა ინფორმაცია შესაძლო საფრთხის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც შემოსული წერილები დაიბლოკა.

თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად პარლამენტის სერვერი,  ამას  დაწვრილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იკვლევს.

ერთი დღით ადრე ჰაკერების მხრიდან მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს ფოთის პორტზე. ვირუსმა ამ სტრატეგიული ობიექტის მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკა. ტვირთების გადატანისა და ტვირთბრუნვის გასაგრძელებლად საჭირო გახდა დამატებითი ზომების მიღება. ამ მომენტისთვის პორტის თანამშრომლები საბუთებს წერილობით ადგენენ.

კომპიუტერების წყობიდან გამოსვლის მიზეზად ასახელებენ პორტის მფლობელი დანიური კომპანიის Maersk Group-ის სერვერებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებას. IT-სისტემები სრულად გამოვიდა მწყობრიდან მსოფლიოს იმ სხვა პორტებსა და ტერმინალებშიც, რომლებსაც ეს კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში ფლობს.

ამჟამად ფოთის პორტში ჩანაწერებს წერილობით აკეთებენ.

ლაპარაკია ვირუს Petya-ზე, რომელიც კომპიუტერის ხელმისაწვდომობის აღსადგენად ფულს ითხოვს. ამ ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელება ისევ გრძელდება. ვირუსის გავრცელების ძირითად წყაროს ელექრონული ფოსტით გზავნილები წარმოადგენს.

გამომძალველი-ვირუსის გლობალურმა შეტევამ სამშაბათს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კომპანიების  IT-სისტემები დააზიანა, განსაკუთრებულად კი უკრაინას შეეხო. შეტევას დაექვემდებარა ნავთობის, ენერგეტიკული, ტელესაკომუნიკაციო, ფარმაცევტული კომპანიების, და ასევე სახელმწიფო ორგანოების კომპიუტერები.

პირველი შეტყობინებების მიხედვით, ბოროტგანმზრახველების მიერ გააქტიურებული გამშიფრავი-ვირუსი უკვე მიაკუთვნეს გამომძალველთა ცნობილ ოჯახ – Petya-ს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლაპარაკია პროგრამული უზრუნველყოფის ახალ მავნებლურ ოჯახზე, რომელც არსებითად განსხვავებულად ფუნქციონირებს.


ასევე წაიკითხეთ