უკრაინის საგარეო უწყება უარყოფს საქართველოში აჯანყების მომზადებაში უკრაინული მხარის ჩართულობას
უკრაინის საგარეო უწყება აჯანყებაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო უარყოფს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში აჯანყების მომზადებაში უკრაინული მხარის სავარაუდო ჩართულობის შესახებ.
მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უკრაინის დემონიზებას ქვეყნის შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად.
“ყურადღება მიიპყრო საქართველოს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების განცხადებებმა საქართველოში აჯანყების მომზადებაში უკრაინული მხარის სავარაუდო ჩართულობის შესახებ. […] უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
● პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: ხელისუფლებაში ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი მოანგრიონ
● მამუკა მამულაშვილი სუს-ის განცხადებაზე: რუსული ხელწერაა და დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან
● ვახტანგ ძაბირაძის კომენტარი: ყოველთვის სამოქალაქო არეულობაზეა საუბარი, როცა ხელისუფლება გავლენას კარგავს
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური 18 სექტემბერს დილით აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში უკრაინული ევრომაიდნის სცენარის გამეორება და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა იგეგმება.
გეგმის ავტორად დასახელებულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო;
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი;
სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.