ტრამპის ადმინისტრაცია სიკვდილით დასჯის დაბრუნებას მოითხოვს
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ განაახლებენ სიკვდილით დასჯის პრაქტიკას ფედერალური ხელისუფლებების მიერ მსჯავრდებულთათვის. უკვე დაინიშნა ხუთი განაჩენის აღსრულების თარიღი. ყველა მათგანი გამოტანილია იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც ჩაიდინეს სასტიკი მკვლელობა და დანაშაული სექსუალურ ნიადაგზე.
ფედერალური ხელისუფლებების მიერ მსჯავრდებულები სიკვდილით არ დასჯილან უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში. ის არ იყო გაუქმებული, მაგრამ არ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯის მეთოდებთან დაკავშირებით ხანგრძლივი სასამართლო განხილვების გამო.
ფედერალური ხელისუფლებების მიერ სიკვდილით დასჯის პრაქტიკის აღდგენასა და შტატების მიერ მისი გამოყენების პროცედურების გამარტივებას, თავისი პრეზიდენტობის დასაწყისიდანვე ცდილობდა დონალდ ტრამპი.
მთლიანობაში, აშშ-ში სიკვდილით დასჯა ელოდება 62 ადამიანს, რომელთაც ფედერალურმა ხელისუფლებამ მიუსაჯა ის. მათ შორის – ჩეჩენ ჯოხარ ცარნაევს, რომელმაც 2013 წელს ბოსტონის მარათონზე მოაწყო ტერაქტი.
სიკვდილით დასჯის პრაქტიკის აღდგენას აკრიტიკებდნენ კონგრესში ამერიკელი დემოკრატები და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი. აქვე შეგახსენებთ, რომ სიკვდილით დასჯა აკრძალულია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.