ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის ომი – ამ სახელწოდებით არის ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიური მხარის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობდა. ომი დასრულდა ხელმოწერილი ზავით, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად მაინც არის.

სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სომხეთის მიერ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და ითხოვს მათ დაბრუნებას. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები პირველად 1990-იანი წლების დასაწყისის მოვლენების შემდეგ 2016 წლის 2-6 აპრილს მოხდა და ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “აპრილის ომი”, ან “ოთხდღიანი ომი”. მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა. 2020 წლის ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მოხდა შეტაკებები. სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში შევიდა, როგორც “მეორე ყარაბაღის ომი”. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მთავარი პუნქტები იყო: აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება; რუსი სამშვიდობოების შემოყვანა რეგიონში; პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება.

შესვლა აკრძალულია

როგორ შევქმნათ პლატფორმა, რომელიც  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კავშირების აღდგენის საფუძველი გახდება

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა