ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

video icon

რა ელის ქართულ ენას გალის სკოლებში - რეპორტაჟი კონფლიქტის ორივე მხრიდან

რეპორტაჟი ენგურის ორივე მხრიდან - როგორ იმოქმედა გალში სკოლების ქართულიდან რუსულზე გადასვლამ

ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის მონაწილეთა წინადადება

წინადადებების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრად მშვიდობას ქართულ-აფხაზურ კონტექსტში

საქართველოს პრეზიდენტი: აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები

"შინაარსით ანტიაფხაზურმა პოლიტიკამ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა"

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია მოსკოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე

"საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა"

რუსეთი ოკუპირებული რეგიონების "საზღვრების" დელიმიტაციის ინიციატივით გამოდის

რუსეთის ინიციატივაა, მოხდეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრების" დელიმიტაცია/დემარკაცია

"ომზე მახსენდება მონო-ბარათი". ვის როგორ ახსოვს აგვისტოს ომი

ვთხოვეთ გაეხსენებინათ ადგილი, ადამიანი ან ნივთი, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ასოცირდება აგვისტოს ომთან

შვიდმა ქვეყანამ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა

საფრანგეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა და ალბანეთმა დაგმეს ოკუპაცია

მოსაზრება: ჰაბიბი, აფხაზეთი და სანქციების ომები

ინალ ხაშიგი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან აფხაზეთთან კონტაქტების შეზღუდვის რეჟიმის შესაძლო შედეგების შესახებ

პროექტი „საქართველოს მომავალი“: უნდა გადაიხედოს კონფლიქტისადმი რადიკალური დამოკიდებულება

ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტების შესახებ რადიკალური წარმოდგენები ხელს უშლის საკითხის დარეგულირებას

პარტნიორული მასალა

"ხალისიანი ცხოვრება მინდა, ომის შიშის გარეშე". კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვები სამშობლოსა და ბედნიერებაზე

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით ბავშვები ორ კვირას ბორჯომის ხეობაში გაატარებენ

აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის ნეშტი გადმოასვენეს

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა მოხდება სხვადასხვა ადგილებზე

"გაუქმდეს კარანტინი": აფხაზეთის მთავრობასთან გამართულ აქციაზე ექვსი აქტივისტი დააკავეს

ისინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა