საქართველოს მთავარ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა
გაზიარება
გაზიარება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკა ავრცელებს.
“ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს”, – აცხადებენ კლინიკაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა და 3117 დაინფიცირდა.
სულ საქართველოში დადასტურებულია 85952 შემთხვევა აქედან: გარდაცვლილი – 778 გამოჯანმრთელებული – 68929 აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 16 245