"მამაც უკრაინას ქართველებისგან" - თბილისიდან უკრაინაში სამასზე მეტი გენერატორი გაიგზავნა
თბილისიდან უკრაინაში სამასზე მეტი გენერატორი გაიგზავნა
სამოქალაქო კამპანია „გაუზიარე სინათლე“, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, 12 დეკემბერს საღამოს დასრულდა. რამდენიმე აქტივისტის წამოწყებულმა ინიციატივამ ეროვნული სახე მიიღო და ამ დროის განმავლობაში უკრაინისათვის გენერატორების შესაძენად თითქმის ნახევარი მილიონი ლარი შეგროვდა.
საქართველოს სახელით უკვე ამ კვირაში უკრაინაში 331 გენერატორი გაიგზავნება. მათი საერთო სიმძლავრე საკმარისია სამი საშუალო ზომის სოფლის გასანათებლად. მათ შორის არის ორი 160კვ და 136კვ გენერატორი, რომლებიც კიევის ოლქის ორი ქალაქის – ბოიარკა (35 000 მოსახლე და პერეასლოვ-ხმელნიცკის (27 000 მოსახლე) წყალმომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა.
კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ – „პოპულუს რეი“ ლანა ღვინჯილია, „ნიკა რურუას ფონდი“ – გიორგი რურუა, SEED – ლევან ბუთხუზი, ეკა ასათიანი, ლევან მოსეშვილი. კამპანიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 4056 მოქალაქემ და 34-მა ბიზნეს კომპანიამ. შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ანდრიი კასიანოვი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● კარასინმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე “გაწონასწორებული” პოზიციისთვის
რუსეთმა ზამთრის დადგომასთან ერთად უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმები დაიწყო. ნოემბრის ბოლოს უკრაინაში 6 მილიონზე მეტი სახლი იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.
მაგრამ უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში 108 247 რუსი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. სტატისტიკის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 362%-ით მეტია.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.