პირველი მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მოსაკრებელი 2 დოლარით იზრდება, და 24 დოლარი გახდება. ამის შესახებ “აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ “ბიზნესკონტრაქტს” განუცხადა.
მოსაკრებლის საკომისიო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა რეისის ბილეთის ღირებულებაში არის გათვალისწინებული, შესაბამისად მისმა ზრდამ შესაძლოა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთების ღირებულების ზრდაც გამოიწვიოს.
Georgian Airways-ის ხელმძღვანელ გივი დავითაშვილის თქმით კი, შესაძლოა ავიაბილეთების ფასმა საწვავის გაძირების გამოც მოიმატოს (საქართველოში1 იანვრიდან საწვავზე აქციზები გაიზარდა).
2016 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 მილიონ მგზავრს მოემსახურა. მისმა შემოსავალმა 44 მილიონი დოლარი შეადგინა.