ევროკომისიამ საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გამოტანილი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ყველა წინაპირობა შეასრულა.იმავე დასკვნაში მითითებულია, რომ 2016 წლის დასაწყისში იმ საკანონმდებლო რეგულაციებში შეიტანენ ცვლილებებს, რომლებიც შენგენის შეთანხმების ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას ეხება.
თუმცა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება საბოლოოდ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. ვიდრე საქართველოში ევროკომისიის დასკვნას ელოდნენ (ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი 15 დეკემბერს გამოქვეყნდებოდა), საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების სურვილი რუსეთმაც გამოთქვა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო. სამოქმედო გეგმა კი 2013 წელს შეიქმნა.
თბილისში ეს ამბავი ასე აღნიშნეს:
შენობები ევროკავშირის დროშის ფერებით განათდა
თბილისურ აივნებზე ევროკავშირის დროშები გამოიფინა
ევროკავშირის დროშის ფერებით განათდა ილია ჭავჭავაძის ძეგლი