ნოემბრის ბოლოს კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება საქართველოში 25 თებერვლიდან დაიწყო და მთავრობის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს. გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე და აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
1-ლი მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგა და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში განახლდა. მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმაც.
8 მარტიდანმთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ, თუმცა შეზღუდვა შაბათ-კვირას ისევ შენარჩუნდა; სამთო კურორტებზე გაიხსნა საბაგიროები.