აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 7.5 პროცენტით გაიზარდა, წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.3 პროცენტია.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
● მშენებლობა;
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
● ვაჭრობა;
● ტრანსპორტი და დასაწყობება;
● ინფორმაცია და კომუნიკაცია.
აღსანიშნავია, რომ კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების სექტორებში.
რაც შეეხება საქონლით საგარეო ვაჭრობას, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 23.6 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი – 21.2 პროცენტით.
● საქართველოში ერთ წელში ბინების გაყიდვა 12 პროცენტით გაიზარდა
● წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.4 პროცენტით გაიზარდა
● საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI-ის ახალი კვლევა