წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.4 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
● მშენებლობა
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
● ტრანსპორტი და დასაწყობება
● ვაჭრობა
● ინფორმაცია და კომუნიკაცია
● სასტუმროები და რესტორნები
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიეროტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.
● საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI-ის ახალი კვლევა
● რატომ არ ვითარდება ბიზნესი სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებს შორის? სამი ამბავი
● საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ორგანიზაციების მიხედვით
მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდის მიუხედავად, გარე ფაქტორების წყალობით, გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რასაც თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღიარებს – 2022 წელს საქართველო, დიდი ალბათობით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც ექსპერტები ამბობენ, მიმდინარე 2023 წელი მსოფლიოსათვის გამოწვევებითა და მოულოდნელობებით აღსავსე წელი იქნება. მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმდინარე წელს 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი კი მიიჩნევს, რომ 2023 წლისთვის ყველაზე რეალისტური მშპ-ის 4 პროცენტიანი ზრდაა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ, რომ 2023 წელი საქართველოსთვის საკმაოდ კარგი შედეგის მომტანი იქნება და არსებობს იმის შანსიც, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 6 პროცენტით გაიზარდოს.