კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა. საქართველო უკვე წითელი ზონაა
გაზიარება
გაზიარება
ბოლო 24 საათში საქართველოში 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 ადამიანი გარდაიცვალა, 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სულ დადასტურებულია 30 303 შემთხვევა აქედან: გარდაცვლილი – 215 აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 18 718 გამოჯანმრთელებული – 11370
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია
ბოლო 24 საათში დადასტურებული 1872 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისშია- 913. ვირუსის გავრცელების მხრივ მეორე ადგილზეა იმერეთი – 337 ახალი შემთხვევა და მესამეზე აჭარა – 296 შემთხვევა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს: ქვემო ქართლში – 89 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში 54, გურიაში 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში 90, კახეთში 13, მცხეთა- მთიანეთში 30, სამცხე -ჯავახეთში 11, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი -7.
გარდაცვლილები
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 215-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილთა მინიმალური ასაკი 61 წელია.
აქტიური შემთხვევები. ვინ სად მკურნალობს
ამ დროისთვის ქვეყანაში 19 ათასამდე ადამიანს აქვს ვირუსი. მათგან მხოლოდ 3 832-ი მკურნალობს საავადმყოფოში. დანარცენები სახლში.
საავადმყოფოში მყოფთაგან 401 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 117 ადამიანი.
ტესტები
სულ 24 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში 838 342 ტესტი ჩატარდა.
პარასკევს ჩატარებული ტესტებიდან 22.5 პროცენტში გამოვლინდა კორონაშაბათს ჩატარებული ტესტებიდან 24.6 პროცენტში გამოვლინდა კორონა. კვირას ჩატარებული ტესტებიდან 32.9 პროცენტში გამოვლინდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კორონასიტუაცია უარესდება.
ახალი წესები და შეზღუდვები, რომლებიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს
● ამირან გამყრელიძის თქმით, პიკი ქვეყანაში იქნება ნოემბრის მეორე, მესამე კვირას.
● შესაძლოა, მალე პირბადის ტარება გარეთაც აუცილებელი გახდეს.
● მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, ხელისუფლება მაინც არ აპირებს სისტემური შეზღუდვების დაწესებას. “თუ წესების 90%-იანი შესრულება გვექნება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი 70%-ით შევანელოთ,” – ამბობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილი.
● დაგეგმილია სამედიცინო უნივერისტეტების უფროსკურსელების გადამზადება და საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვაში ჩართვა ექიმების დამხმარეებად.