შაბათს საქართველოში 80 ყველაზე პოპულარული რესტორანი მიტანის სერვისს ერთი დღით შეწყვეტს
გაზიარება
გაზიარება
საკარანტინო შეზღუვებთან დაკავშირებით საქართველოში პროტესტი მატულობს.
ამჯერად, “გაფიცვას” რესტორნები მოაწყობენ – ისინი ერთი დღით უარს იტყვიან მომხმარებლებს დისტანციურად, მიტანის სერვისით მოემსახურონ და მთავრობისგან სრულად გახსნას ითხოვენ.
რესტორნები საქართველოში 28 ნოემბრიდანაა დაკეტილი, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.
პირველი თებერვლიდან ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მათ შორის არ არის კაფე-რესტორნების გახსნა.
რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდინტის, შოთა ბურჯანაძის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს:
“ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, რა გინდათ, გატანის სერვისით ხომ მუშაობთო”.
მისი თქმით, რესტორატორები 15:00 საათზე უერთდებიან მშვიდობიან საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება მათ ამ ნაბიჯს, რაც უკიდურესი სასოწარკვეთილებითაა გამოწვეული.