ნოვრუზი კარანტინში: აზერბაიჯანი გაზაფხულს არასადღესასწაულო განწყობით შეხვდა
აზერბაიჯანის ეროვნული დღესასწაული – ნოვრუზი – ზედიზედ მეორე წელია, ჩვეული აჟიოტაჟის გარეშე აღინიშნება.
ქუჩებში არ იმართება მასობრივი სეირნობა, ადამიანები გაზაფხულის დადგომას სახლში აღნიშნავენ, სადღესასწაულო მაგიდის გარშემო. ნოვრუზი კარანტინში – სადღესასწაულო ცერემონიის გამართვა აკრძალულია კონორანავირუსის პანდემიის გამო.
- აზერბაიჯანში კარანტინი კიდევ ორი თვით გაახანგრძლივეს
- იარაღი როგორც კულტურა. აფხაზეთის მოსახლეობას თავდაცვის უფლება მისცეს
ბაქოს ცენტრალურ ქუჩებში არც ისე ბევრი ხალხია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სადღესასწაულო არდადეგებზე არ მუშაობს. დღესასწაულზე თითქმის არაფერი მიანიშნებს.
JAMnews-ის კორესპონდენტს დიდხანს მოუწია მთელ ქალაქში მოეძებნა თუნდაც რაიმე, რაც მის მცხოვრებლებსა და აზერბაიჯანის დედაქალაქის სტუმრებს ქვეყნის უძველეს და უმთავრეს დღესასწაულზე მიანიშნებდა.