ბრძოლა შესაძლებლობებისთვის. დოკუმენტური ვიდეო ახალგაზრდებზე
NEET ახალგაზრდები
საქართველოში ცხოვრობს ორასი ათასზე მეტი ახალგარდა, ვინც არ სწავლობს, არ მუშაობს და არც ქვეყნის ცხოვრებაშია ჩართული. ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მათ ვერ ხედავს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში. ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის კვლევის თანახმად, ყოველ მეოთხე ახალგაზრდას რეგიონიდან წასვლა უნდა.
ეს დოკუმენტური ვიდეო, რომელიც JAMnews-მა CENN-ის მხარდაჭერით მოამზადა, ასეთი ახალგაზრდებისა და მათი ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.
- რეგიონული ბანაკები, იდეათონი და სასწავლო ვიზიტები სომხეთსა და საქართველოში – EU და CENN ახალგაზრდებისათვის
- ევროკავშირის ახალგაზრდობის წელი საქართველოში და CENN-ის ინიცირებით გაერთიანებული ასობით ახალგაზრდა
- როგორ იქცა გორელი მოსწავლეების სურვილები, ევროკავშირისა და CENN-ის დახმარებით, მწვანე ბიზნესებად
ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობა და არ არიან ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, NEET ახალგაზრდებს უწოდებენ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, ორგანიზაცია CENN 2019 წლიდან მუშაობს ახალგაზრდებთან საქართველოსა და სომხეთში.
პროექტის ფარგლებში, ამ ორი ქვეყნის სამიზნე რეგიონებში, CENN-მა ახალგაზრდებისთვის დააარსა ინოვაციური ცოდნის ჰაბები – თანამედროვე საგანმანათლებლო-განმავითარებელი სივრცეები.
ამ ჰაბებში ჯამურად 4 000-ზე მეტი ახალგაზრდა გადამზადდა.
NEET ახალგაზრდები