12 იანვარს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან “ბაბილოში” მოსამართლეების ერთობლივი კორპორაციული ღონისძიება გაიმართა. მოსამართლეთა კორპორაციულ ღონისძიებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სანქცირებული ლევან მურუსიძე მასპინძლობდა.
კორპორაციული წვეულების ფონზე რესტორანთან მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.