მიწისძვრები თურქეთსა და სირიაში. არის ათასობით დაღუპული. ვიდეო და ფოტო
მიწისძვრები თურქეთში და სირიაში
6 თებერვალს სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2500 ადამიანი დაიღუპა და 6000-ზე მეტი დაშავდა. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი დარტყმის ეპიცენტრი 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის გაზიანთებიდან არც თუ ისე შორს იყო. ეს მაშინ მოხდა, როცა ხალხს ეძინა. განმეორებითი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა.
Breaking ⚡️⚡️Back to back two more #earthquake s M7.8 and M6, jolts central #Turkey and ##Syria causing huge catastrophe to the already badly effected earthquakes. Reportedly more thn 2000 people dead. Billions worth of infrastructure destroyed. pic.twitter.com/ZS5Wf6bmjs
— Megh Updates 🚨™ (@MeghUpdates) February 6, 2023
დაინგრა ასობით შენობა. ათასობით ადამიანი ახლაც ნანგრევების ქვეშაა. განადგურებულია მილიარდობით დოლარის ინფრასტრუქტურა.
„ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში“, – განუცხადა BBC-ს პროფესორმა მარტინ მეიმ.
ბიძგები ასევე იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსში, ისრაელში, საქართველოსა და სომხეთში.
შემზარავი ვიდეო: საცხოვრებელი კორპუსი თვალის დახამხამებაში დაიშალა
Horrific video of A residential building crumbles down in blink of an eye#Turkey #TurkeyEarthquake pic.twitter.com/LulD0pKBS5
— Amit Sahu (@amitsahujourno) February 6, 2023
მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი შენობა დაინგრა – მაშველები ნანგრევების ქვეშ მყოფ ადამიანებს ისევ ეძებენ
JUST IN: Earthquake aftershock crumbles another building as rescue teams search through rubble in Turkey. pic.twitter.com/h9dIAqHCfS
— Upward News (@UpwardNewsHQ) February 6, 2023
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში NBC News TV-ს რეპორტიორი თურქეთში ცდილობს გაქცევას – მეორე მიწისძვრა პირდაპირი რეპორტაჟის დროს მოხდა
TV reporter runs as second quake hits Turkey while he’s live on air.
Latest updates: https://t.co/1RsQtzGLG2 pic.twitter.com/bcXhANk97B
— NBC News (@NBCNews) February 6, 2023
თურქი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან და საქართველოდან უკვე ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფები. ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბალას უივარმა განაცხადა, რომ „მაშველების მხარდასაჭერად უკვე მობილიზებულია 10 სამძებრო-სამაშველო ჯგუფი ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან.
თურქეთმა ნატო-ს და მოკავშირეებს მიწისძვრის შემდეგ დახმარებისთვის ოფიციალური თხოვნით მიმართა.
ქალაქებში ადიამანში, გოლბაშისა და ჰარმანლიში ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები დახმარებას ელოდებიან. რეგიონში დიდთოვლობაა.
პატარა გოგონა, რომელიც თურქეთში, ქალაქ ურფაში ბეტონის ნანგრევებიდან ამოიყვანეს
A little girl who was pulled out from under the concrete in the earthquake. Urfa Turkey
pic.twitter.com/XZx4RZ2upO— Selin Marta (@martakarta3) February 6, 2023
2200 წლის გაზინტაფის ციხე თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაინგრა.