ბოლო კვირაში კორონავირუსით საქართველოში 1 ადამიანი გარდაიცვალა
გაზიარება
გაზიარება
კორონავირუსით საქართველოში 1 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 616 შემთხვევა. 13-19 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 78 650 ტესტი. გამოჯანმრთელდა 514 ადამიანი.
NCDC-ის ინფორმაციით, 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 0.78 პროცენტია. ამჟამად ქვეყანაში სულ 676 აქტიური შემთხვევაა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 659 371 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 641 830 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 839.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.
ასევე, პირბადის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებშია სავალდებულო. შეზღუდვა მოხსნილია საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
“გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს – დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.