საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 ადამიანი დაინფიცირდა.
9 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 50 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირების ბოლო ახალი შემთხვევები შიდა გავრცელებას უკავშირდება. კორონავირუსის შიდა გავრცელება მოხდა ვანში, ქობულეთსა და ლენტეხში. ვანში covid-19 ერთი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა. ლენტეხში კი კორონავირუსით 50-წლამდე ასაკის მამაკაცი დაინფიცირდა.
ეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- საქართველოში კორონავირუსზე პაციენტის შემოწმების წესი შეიცვალა: ვის გაუკეთებენ ტესტს?
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.