22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 97 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
მამაკაცს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ.
ის საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მამაკაცს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა და გადატანილი ჰქონდა ინფარქტი.
ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-5 შემთხვევა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.