კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი.
2859 ახალი შემთხვევა შემთხვევა დღე-ღამეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. წინა პიკი გუშინ, 6 ნოემბერს იყო.
სულ საქართველოში დადასტურებულია 54852 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 441
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 14 638
გამოჯანმრთელებული – 37019
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:
თბილისში – 1 197
აჭარაში – 620
იმერეთში – 438
ქვემო ქართლში – 109
შიდა ქართლში – 62
გურიაში – 63
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138
კახეთში – 94
მცხეთა-მთიანეთში – 38
სამცხე-ჯავახეთში –72
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28
სულ 6 ოქტომბრიდან – 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 731 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში – 15 693, იმერეთში – 4 301″, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.