კიევში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს
კიევში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს, – იუწყება Hromadske.
უცნობმა ბაბჩენკოს ზურგში სამჯერ ესროლა, როდესაც ის თავის ბინაში შედიოდა. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.
არკადი ბაბჩენკო, როგორც „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი, დონბასში მიმდინარე ომს აშუქებდა, მანამდე კი – 2008 წლის ომს სამხრეთ ოსეთში.
2017 წლის თებერვალში მან რუსეთი დატოვა. ბაბჩენკოს თქმით, რუსეთის ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახდენდა, რის გამოც, მან ქვეყნიდან გამგზავრება გადაწყვიტა. 2017 წლის აგვისტოდან ჟურნალისტი კიევში ცხოვრობდა.