კომენტარი: საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
გაზიარება
გაზიარება
კანდიდატის სტატუსი
იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს. საქართველოში “ქართული ოცნების” უზენაესობაა და არა კანონის… ეს არ არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ჩეხმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ “ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში “დემოკრატიული უკუსვლისა“ და “რეპრესიული რეჟიმის“ გამო, ევროკავშირი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხს განიხილავს.
მარკეტა გრეგოროვა: “შემდეგ კვირას სტრასბურგში პლენარული სხდომა გვექნება და წლიური ანგარიში იქნება საქართველოზე. ცოტა ხნის წინ რეზოლუციები გვქონდა, მაგრამ ეს მთელი წლის შეფასებაა, თუ რა ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. იმისდა მიუხედავად, რომ ეს შესწორებების მხრივ საბოლოო ფორმით არ არის, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან კრიტიკულია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან, უფრო მეტი რეპრესიებია განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
პრაქტიკულად აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კომენტარს გააკეთებდნენ პოლიტიკურ საკითხებზე
დამოუკიდებელ მედიისთვის უკიდურესად რთული ვითარებაა. მათ უმეტესობას ასევე მოუწია [ქვეყნის] დატოვება. ეს დემოკრატიული ქვეყანა არ არის, ყველამ ვიცით ეს. და ეს არ არის ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირთან, ვინაიდან ევროკავშირში კანონის უზენაესობა გვაქვს და საქართველოში “ქართული ოცნების” უზენაესობაა და არა კანონის უზენაესობა.
ასე რომ, სამწუხაროდ, სასიამოვნო არ იქნება. რა თქმა უნდა, მიზნობრივი სანქციების მოწოდება იქნება, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენების წინააღმდეგ, ვინაიდან ახლა, როდესაც უნგრეთმა მთავრობა შეიცვალა, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ არ დაბლოკავს სანქციებს და წინსვლა შეგვეძლება, რათა ამ მხრივ მაინც დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს.
რა თქმა უნდა, ანგარიში საქართველოს მოქალაქეებისადმი კრიტიკული საერთოდ არ არის. ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობაზე და მათ რეპრესიულ რეჟიმზეა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ ცხოვრობენ საქართველოში და მათ ასევე, მოუწევთ ამ ცვლილებების გადატანა, როგორიცაა კანდიდატის სტატუსის გაუქმება და ა.შ. მაგრამ ეს მათ არ ეხება. მათ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მას მათ არ ართმევენ, რეჟიმს ართმევენ.”