უკრაინა არქივი- 24.02.2022 კახა კალაძე: მშვიდობა და გამარჯვება მოძმე უკრაინელ ხალხს ჯემნიუსი გაზიარება გაზიარება თბილისის მერი კახა კალაძე Twitter-ზე ეხმაურება ომს უკრაინაში: „მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!“, – წერს კალაძე. Peace and victory to our brotherly Ukrainian people! ??— Kakha Kaladze (@kakhakala) February 24, 2022 უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, Twitter-ზე მხარდამჭერი განცხადებები გამოაქვეყნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პრეზედენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო. დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
სტრასბურგის სასამართლო: აზერბაიჯანმა 2016 წლის აპრილის ომის დროს სიცოცხლისა და წამების აკრძალვის მუხლები დაარღვია
"კულტურას ჩვენ შორის ნდობის აღდგენა შეუძლია " — პუტინის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში იმყოფებოდა
სომხეთის არჩევნების საბოლოო შედეგები: ფაშინიანის პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს
პუტინი ფაშინიანისთვის გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობს: ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ახალი ნიშნები ჩნდება