ამავე პრემიის საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟის ნომინაციაში კი გაიმარჯვა ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტმა, რომელიც ციხეში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. პრემია გადაეცათ ავტორებს: დავით ქაშიაშვილსა და თაზო თხილიშვილს.
დაჯილდოება უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. გამარჯვებულებს ჯილდო, ფულადი პრემია და პროფესიული ციფრული ტექნიკა გადაეცათ. პრემიის მხარდამჭერია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR).
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ,,ლექსო – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ 2021 წელს, მედიის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ დააწესა. პრემია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახელს ატარებს, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ჯგუფებმა სასიკვდილოს სცემეს.
ლექსო – უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის” 2022 წლის გამარჯვებულები: ტვ ფორმულა და ჯემნიუსი | ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი