“ბოლოს და ბოლოს, კაპიკ-კაპიკ შევაგროვებდით და ასე გადავიხდიდით ამ 400-ლარიან ზარალს. მაგრამ აქ სხვა თემაა, მათ არ აინტერესებთ, სჯიან ამ ორ ახალგაზრდას, რომ სხვებმაც არ გაიმეორონ იგივე და აზრის გამოხატვის უფლება არავის ჰქონდეს”, – ამბობს, შორენა ხომერიკი, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილის დედა.
ოკრიბელაშვილი “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე დააკავეს. ომარს ბრალად ედება პარლამენტის შენობაზე დროებითი რკინის ჯებირის დაზიანება. ის 16 მაისს დააკავეს და მას შემდეგ საპატიმროშია.
ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა. ოჯახი ყოველ პროცესზე ელის, რომ მათ 19 წლის შვილს გაათავისუფლებენ, თუმცა მოსამართლე არც მას და არც იგივე ბრალდებით დაკავებულ საბა მეფარიშვილს გირაოთი არ ათავისუფლებს.
JAMnews-ს ომარ ოკრიბელაშვილის დედა ესაუბრება. ის ჰვება, ვინ არის მისი შვილი და რატომ მიაჩნია ოჯახს მისი პატიმრობაში ყოფნა უსამართლობად.