"მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს" - იულია ნავალნაიამ ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა
იულია ნავალნაიას მიმართვა
იულია ნავალნაიამ ჩაწერა ვიდეო მესიჯი, რომელშიც განაცხადა, რომ გააგრძელებს მოკლული ქმრის, ალექსეი ნავალნის საქმიანობას. ვიდეო ალექსეი ნავალნის YouTube არხზე გამოქვეყნდა:
პოლიტიკოსის ქვრივმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ახალი განცხადება გააკეთა.
იულია ნავალნაია ამბობს, რომ გააგრძელებს გარდაცვლილი პოლიტიკოსის საქმეს. მან ყველას მოუწოდა მის გვერდით დადგნენ.
„ალექსეის მოკვლით პუტინმა ჩემი ნახევარი მოკლა – ჩემი გულის ნახევარი და ჩემი სულის ნახევარი. დარჩენილი ნახევარი კი მეუბნება, რომ არ მაქვს უფლება დავნებდე. <…> იბრძოლეთ და არ დანებდეთ. მე არ მეშინია და ნუ გეშინიათ თქვენს, ”- ამბობს ის ვიდეოში.
ვიდეოში იულია ნავალნაია ამბობს, რომ იცის, რატომ მოკლეს პოლიტიკოსი:
„ჩვენ ვიცით, რატომ მოკლა პუტინმა ალექსეი სამი დღის წინ. ამის შესახებ ჩვენ მალე მოგიყვებით. ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ იმასაც, კონკრეტულად ვინ და როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. ჩვენ დავასახელებთ მათ სახელებს და გაჩვენებთ მათ სახეებს“, – ამბობს ნავალნაია.