“უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი შეჭრის შემდეგ, ჩვენ მხარე ავირჩიეთ.
მხარს ვუჭერთ უკრაინას ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რადგან უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ჩვენთვის, ყველასთვის – ისინი იბრძვიან წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის.
თქვენ მეკითხებით იმ ბილბორდების შესახებ – მიმაჩნია, რომ ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი.
უკრაინელი ხალხის თავგანწირვის წყალობით ჩვენ გვაქვს მშვიდობა საქართველოში, ევროკავშირში – მათ ჩვენი უდიდესი პატივისცემა ეკუთვნით”. – თქვა ჰერჩინსკიმ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით.
26 სექტემბერს თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ბანერები, სადაც ერთ მხარეს ომისგან დანგრეული, გაპარტახებული უკრაინის ქალაქების შავ-თეთრი ფოტოებია, მეორე მხარეს კი “მშვიდობიანი და ლამაზი” საქართველო.
ეს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ნოუჰაუა – ამ ფორმით “ქართული ოცნება” ცდილობს ამომრჩევლებს თავისი მთავარი ნარატივი კიდევ ერთხელ მიაწოდოს – “ქართული ოცნების” ხელისუფლება იმდენად ბრძენი და წინდახედულია, რომ საქართველოში მშვიდობაა აი უკრაინელებმა კი, იგივე გამჭრიახობა ვერ გამოიჩინეს, ამიტომ, იქ ომი და ნგრევაა.
მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი ჩანს, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძრის ფერადი ფოტოა. (საინტერესოა, რომ ამ პლაკატისთვის რომელიმე ძველი ქართული ისტორიული ტაძრის ფოტო კი არ აარჩიეს, არამედ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილი მიერ აშენებული ტაძრის)
იმავე დღეს “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო ვიდეოც გაავრცელა, რომელსაც იგივე შინაარსი აქვს. კადრში მოჩანს განადგურებული უკრაინა და “ფერადი, ლამაზი საქართველო”.