შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით სვიანაძე გორში, საკუთარ სახლში მოკლეს.
გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული დაკავებულია. ის თურქეთის მოქალაქეა, რომელიც სვიანაძის სახლში ქირით ცხოვრობდა.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით, უცნობია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.