ინტერნეტთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია: გადახდა აუცილებელია, მაგრამ ის ან იქნება, ან – არა.
მიზეზი კლასიკურია. კომპანია ‘ოსტელეკომი’, რუსული საკომუნიკაციო გიგანტის ‘მეგაფონის’ ნაწილი – სამხრეთ ოსეთში აბსოლუტური მონოპოლისტია. ეს ინტერნეტისა და მობილური კავშირის მიმწოდებელი ერთადერთი კომპანიაა.
საკუთარ ბინაში ინტერნეტის მიღების სქემა გასაოცარია.
• იხდი 350 რუბლს [დაახლოებით 5$] ერთი გიგაბაიტისთვის (ან 450 რუბლს [დაახლოებით 6$] ორისათვის); • მომდევნო თვის განმავლობაში ყოველდღე შეამოწმებ, რამდენი გიგაბაიტი დაგრჩა; • თუ გიგაბაიტებს სრულად ვერ დახარჯავ, ‘ოსტელეკომი’ დარჩენილ გიგაბაიტებს უკან წაიღებს; • თუ თვის დასრულებამდე დახარჯავ – მკვეთრად დაეცემა ინტერნეტის სიჩქარე და მას, უბრალოდ, ვერ გამოიყენებ; • ინტერნეტის დასაბრუნებლად უნდა გადაიხადო 190 რუბლი [დაახლოებით 3 $], და ეს მხოლოდ დროებით, 3-4 დღეს გეყოფა. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ სიჩქარის გაგრძელება 80 [დაახლოებით 1,5 $] რუბლი ღირდა.
ჯამში, რეალურად, ინტერნეტი თვეში 1000 რუბლი [დაახლოებით 15 $] ჯდება. და თან, შეიძლება, დღეში რამდენჯერმე საათობით გაგეთიშოს.
სანამ სამხრეთ ოსეთში რამდენიმე პროვაიდერი არ შემოვა, ‘ოსტელეკომთან’ გაყრა შეუძლებელია. ბევრი ახსენებს ჩრდილოეთ ოსეთის პროვაიდერ ‘ტვინგოს’, რომელსაც საკმაოდ კარგი სიჩქარე აქვს, გადასახადი კი თვეში 495 რუბლია, დანამატების გარეშე.
მაგრამ უფრო მეტად იმ ჭორის ასრულებას ელიან, რომ მალე სამხრეთ ოსეთში ახალი კომპანია ‘SkyLink’ შემოვა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტზე მაღალსიჩქარიან მობილურ წვდომას შესთავაზებს, და ‘ოსტელეკომის’ ფასებს დაწევს.