საქართველოში კორონავირუსით დღიური სიკვდილიანობის ახალი რეკორდია - 23 ადამიანი გარდაიცვალა
გაზიარება
გაზიარება
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი.
ეს ეპიდემიის პერიოდში, 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასულ 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 1824 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით 48-ით ნაკლებია.
სულ დადასტურებულია 32 127 შემთხვევა აქედან: გარდაცვლილი – 238 აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 19 257 გამოჯანმრთელებული – 12 632
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 1262 პაციენტი, რაც ასევე, გამოჯანმრთელებულთა დღიური რეკორდია პანდემიის დაწყების დღიდან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 27 ოქტომბრისთვის საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 0.75 პროცენტია. გამოჯანმრთელების – 39 პროცენტი.
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია:
ახალი 1824 შემთხვევიდან უმრავლესობა – 712 თბილისშია გამოვლენილი.