თბილისში ახალი ‘სოციალური მაცივარი’ გაიხსნა, საიდანაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სრულიად უფასოდ აიღოს საჭმელი.
„სოციალური მაცივრის“ შევსება ყველა მსურველს შეუძლია. აღმოჩნდა, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა არც ისე ცოტაა.
უკვე ერთი თვეა, გორში პირველი ‘სოციალური მაცივარი’ მუშაობს. ორგანიზაცია „დროას“ მოხალისეების თქმით (რომლებიც ამ იდეის ინიციატორები არიან), გორში (რომელიც პატარა ქალაქია) „სოციალური მაცივარი“ დღეში რამდენჯერმე ივსება და ცარიელდება.
იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მაცივარში პროდუქტების დადება სურს, არ ჩამოუვარდება იმ ადამიანების რიცხვს, ვინც ასეთ დახმარებას საჭიროებს. მაცივართან ქალაქის ყველა უბანში მცხოვრები არაგულგრილი ადამიანები იკრიბებიან.
პროექტი პოპულარობას სოციალურ ქსელებს უნდა უმადლოდეს. როგორც კი გაჩნდა ცნობა გორში ‘სოციალური მაცვრის’ დადგმს შესახებ, ასეთივე პროექტის განხორციელების სურვილი, პრაქტიკულად, ყველა სხვა ქალაქის მაცხოვრებლებმა გამოთქვეს.
გორშიც და ბათუმშიც პროექტი ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველომ“ დააფინანსა.
მოხალისეების მიერ შეგროვილი თანხა მთლიანად მაცივრების დადგმას მოხმარდა, მაცივრის მუშაობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გადასახადს ერთ-ერთი ბანკი იხდის, პროდუქტებს კი მოქალაქეები ყიდულობენ. პროეტის მთავარი იდეაც ესაა.