ცხინვალში მდებარე ოქტომბრის ქუჩა ორი ათეული წლის განმავლობაში იყო დანგრეული, ახლა კი ტროტუარის სიგანე სამ მეტრზე მეტი იქნება, მთლიანი ქუჩის სიგრძე კი – 2 კილომეტრი.
ქუჩის კეთილმოწყობაზე დაახლოებით 90 მილიონი რუბლი [დაახლოებით $1,400,000] დაიხარჯა. სამი თვის განმავლობაში ერთდროულად 4 ბრიგადა მუშაობდა. ქუჩის ზოგიერთ უბანზე სანტექნიკა და ელექტროობაც გამოცვალეს. მშენებლობის მინისტრის მოადგილე, ვადიმ გაბარაევი სიამაყით ამბობს, რომ ბეტონისა და ასფალტის გარდა, ყველა სამშენებლო მასალა (ქვიშა, ხრეში, ფილაქანი) ადგილობრივი წარმოებისაა.
ახლა კი დიზაინის დროა. სკამები, ლამპიონები, ყვავილები, ბუჩქები…
ოლეგ კუდუხოვი სკულპტორი არ არის. ის უბრალოდ ცხინვალიდანაა წარმოშობით და უყვარს ეს ქალაქი. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ოქტობრის ქუჩა არტობიექტად აქციოს; შთაგონება კი პოეტ მიხაი ემინესკუს ძეგლისგან მოუვიდა; ეს ქანდაკება რუმინეთში დგას.
“მე გთავაზობთ, რომ ეს ორი ხე ისე გამოვიყენოთ, რომ ტოტებით ან კოსტა ხეთაგუროვის პორტრეტი გამოვიდეს, ან – თაიმურაზ ხაჯეთის.”
ოლეგ კუდუხოვი: “ესკიზს თავად დავხატავ, შემდეგ დავუკავშირდები ნაცნობ მხატვარს, რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს და მეტალის სქელი ფურცლისგან ორ ხეს გამოვჭრით. შემდეგ ეს ხეები კვარცხლბეკზე უნდა დაიდგას, და მორჩა. იაფიც არის და განსხვავებულიც!”