არქივი- 23.10.2017 დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა „ეხო მოსკვის“ რედაქტორის მოადგილე დაჭრა გაზიარება გაზიარება უცნობმა „ეხო მოსკვის“ წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი რუსული რადიოსადგურის რედაქციის შენობაში დაჭრა, – უამბო „ნოვაია გაზეტას“ „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა. ჟურნალისტი ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვენედიქტოვის თქმით, თავდამსხმელი მარტო იყო. ის რადიოსადგურის დაცვამ დააკავა და პოლიციას გადასცა. „დღეს დაახლოებით დღის პირველ საათზე „ეხო მოსკვის“ შენობაში შემოიჭრა მამაკაცი, რომელმაც დაცვის თანამშრომელს ბალონიდან თვალებში გაზი შეასხურა (მას მხედველობა ამ დრომდე არ აღდგენია და ის ასევე დაზარალებულია). შემდეგ ის ჩვენი რედაციისკენ გამოიქცა, კორიდორი გაირბინა და ჩვენს ჟურნალისტს თავს დაესხა. ის შეგნებულად დაესხა თავს ტატიანა ფელგენგაუერს და შეგნებულად დაჭრა ის ყელის არეში. ტატიანა სასწრაფოს მანქანით წაიყვანეს, მას გონება არ დაუკარგავს. ექიმების თქმით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მამაკაცი ჩვენი დაცვის წევრმა დააკავა და პოლიციის თანამშრომლებს გადასცა. მოცემულ მომენტში ჩვენთვის სხვა არაფერია ცნობილი“, – იუწყება ბენედიქტოვი. ახლა შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სამმართველოს პრეს–სამსახურის ცნობით, „წინასწარ ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი უცხო ქვეყნის მოქალაქეა“. როგორც ინტერფაქსი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმა წამყვანის ჟურნალსიტურ საქმიანობას არ უკავშირდება. მამაკაცი, როგორც ჩანს, ფელგენგაუერს იცნობდა და „პირადი მოტივები“ ჰქონდა. რუსეთის გენპროკურატურამ ჟურნალისტზე თავდასხმის ინციდენტს „აღმაშფოთებელი“ უწოდა და საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.
„გვსურს სომხეთს დავეხმაროთ გასაღების ახალი ბაზრების მოძიებაში“ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
აზარტული ტურნირების ახალი რეგულაციები: ომბუდსმენი რისკებზე საუბრობს, საპატრიარქო პოზიციის შეჯერებას გეგმავს
მოსაზრება: რატომ ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და რუსეთის ძალოვანებს შორის შეთანხმება აფხაზეთის კანონმდებლობას
უსუფაშვილი: თუ საკონსტიტუციო „ოცნების“ სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთი ამას ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს