დანიელ ფრიდის კომენტარი: მთავრობამ და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს - პუტინს არ აქვს კარგი განზრახვები საქართველოსადმი
დანიელ ფრიდი საქართველოზე და პუტინზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი “ფორმულას” ეთერში ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს არ გააჩნია კარგი განზრახვები საქართველოს მიმართ და სწორედ ამიტომ, ის მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, ერთად იმუშაონ დამოუკიდებელი, ძლიერი და დემოკრატიული საქართველოსთვის.
● ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
● დენიელ ფრიდი: საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს, ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი
● “ესაა გაფრთხილება” – რას ამბობენ სანქციებზე უცხოელი ექსპერტები და ჩინოვნიკები
დანიელ ფრიდი: “ვინ მართავს საქართველოს, ეს გახლავთ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს ოპოზიცია უნდა ათვითცნობიერებდნენ იმას, რომ პუტინს არ გააჩნია კარგი განზრახვები საქართველოს მიმართ. მას სურს, რომ საქართველო დაუბრუნდეს რუსეთის იმპერიას.
თქვენ შეიძლება მოგწონდეთ “ქართული ოცნება” ან “ნაციონალური მოძრაობა”, სააკაშვილის პარტია – ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც მხარს უჭერს დამოუკიდებელ, ძლიერ და დემოკრატიულ საქართველოს, ისინი უნდა მუშაობდნენ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, ვინც იზიარებს თავისუფალი საქართველოს ხედვას, რომელიც არ იქნება რუსეთის კონტროლის ქვეშ.
მე და ამერიკელები, როგორც ჩემნაირად ფიქრობენ, საქართველოს მეგობრები არიან, ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს გააჩნია სრული უფლება, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და საკუთარი გზა თვითონ მონახოს ევროპული და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის რიგებში, და ეს, როგორც ჩანს საქართველოს მოსახლეობის დიდი სურვილია. როგორ უნდა მოხვდნენ ამ საზოგადოებაში? – როლი პრემიერის, როლი ბატონი ივანიშვილის და პრეზიდენტის, ყველაფერი ეს ამერიკელების გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ვართ პრო-ქართველები, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს გააჩნია უფლება იპოვოს თავისი გზა მსოფლიოში.
ვლადიმირ პუტინი აგრძელებს თავისი ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრის მეშვეობით და როდესაც სჭირდება, მკვლელობით. ეს არ გახლავთ ახალი, ქართველებმა ეს კარგად იციან.
ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ პუტინი გახლავთ ისეთი ლიდერი, რომელიც ჩვენი აზრით უნდა დარჩენილიყო მეოცე საუკუნეში. ის გახლავთ ფაშისტი, რომელსაც სწამს ძალადობის და თავის ძალაუფლებას იყენებს როგორც სახლში, ასევე საზღვრებს გარეთ და ამერიკელებს არ სჭირდებათ, რომ ქართველებს ეს შეახსენონ.
მე დეტალებს არ ვიცნობ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ მოკლული იყოს ის, თუ ცუდი მოპყრობის გამო გარდაიცვალა, მისი სისხლი არის პუტინის ხელებზე.
პუტინს ეშინია, რომ რუსეთის საზოგადოება შეიძლება არ იყოს პასიური, დაშინებული და მიიღოს პუტინი ისე, როგორც ის ამას იმსახურებს. ეს გახლავთ, რაც მოხდა, პუტინის შიში და არა სხვა რაიმე შეგრძნება მისი მხრიდან.”
16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსულმა მედია “ინტერფაქსმა” დანაშაულის აღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოზე დაყრდნობით გაავრცელა.
ნავალნის ადვოკატი, მისივე ოჯახის გადაწყვეტილებით, კომენტარს არ აკეთებს. მან ბოლოს ოპოზიციონერი 14 თებერვალს ინახულა და როგორც ამბობს, მაშინ ყველაფერი რიგზე ჰქონდა.
მსოფლიო ლიდერებმა ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დააკისრეს.