COVID-19-ით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
გარდაცვლილი 81 წლის ქალია. ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა საქართველოში.
5 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 36 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, 81 წლის ქალის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისთანავე სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. მას გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად ჰქონდა გულის უკმარისობა და მაღალი წნევა.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- როგორ უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი. ჯანდაცვის სამინისტრო წესებს აქვეყნებს
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.