„ჩემი დიდი ბაბუის ამბავი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა“. ვიდეო
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ტადევოს ტადევოსიანის ისტორია
ამ დღეებში, როცა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, ერევნის მკვიდრი გევორგ ღაზარიანი ავსტრიაში გაემგზავრა.
გევორგის მიზანი მისი დიდი ბაბუის ტადევოს ტადევოსიანი ისტორიების აღდგენაა. მისი წინაპარი ავსტრიაში ბურგენლანდში კაზაკთა დივიზიის შემადგენლობაში მსახურობდა. სწორედ აქ შეიტყო 1945 წლის მაისში იმ ომის დასრულების შესახებ, რომლის გამეორებაც თითქოს შეუძლებელი ჩანდა. თუმცა დღეს მთელი ევროპა და მსოფლიო დაძაბულობაში ცხოვრობს და რუსეთი მესამე მსოფლიო ომის დაწყებით იმუქრება.
გევორგ კაზარიანი ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებს – საკუთარი და დიდი ბაბუის სახელით.
კავკასია და მეორე მსოფლიო ომი
- მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე – როგორ აღნიშნავენ მას კავკასიაში
- აზერბაიჯანელი ვეტერანები მეორე მსოფლიო ომის შესახებ