აპოკალიფსის 5 ნიშანი
ფეისბუკის ფოლკლორიდან:
მოლა ბიძია, დოლარის ყიდვა ცოდვაა, თუ მადლი?
ბისმილლაჰ ირ რაჰმან ირ რაჰიმ. რა თქმა უნდა, ცოდვაა, შვილო ჩემო. და თანაც უმძიმესი ცოდვაა! იმიტომ, რომ დოლარებს მასონები ყიდიან – იმისთვის, რომ მუსლიმები დაასუსტონ. ჰო მართლა… სიტყვამ მოატანა და… ბანკში კიდევ იყიდება დოლარები?
1. პირველი და ყველაზე მთავარი ნიშანი, რომ დევალვაცია მოხდება, არის ცენტრალური ბანკის განცხადება იმის შესახებ, რომ დევალვაცია არ გვემუქრება. ეს უკვე მოხდა. 22 აგვისტოს ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “დევალვაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უსაფუძვლოა”.
2. ბანკები აღარ ყიდიან ვალუტას. და ეს აშკარაა – აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ ბანკები ერთ ადამიანზე 100 დოლარზე მეტს არ გასცემენ.
3. ფასები იზრდება. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, რასაც პროდუქტების ფასების ზრდა მოჰყვა; სულ ბოლოს კი ტანსაცმელი და სამშენებლო მასალები გაძვირდა.
4. ცარიელი კაფეები. საქმე ისაა, რომ ადამიანი თავს გარეთ ჭამის უფლებას ვეღარ აძლევს. უბრალოდ, მანათის კურსის მორიგი რყევის წინ (და უშუალოდ ამ მოვლენის შემდეგ) აზერბაიჯანელები ინსტინქტურად იწყებენ ნაკლების ხარჯვას – იმის შიშით, რომ “იმაზე მეტად მოუწევთ ფეხების გაშლა, ვიდრე ამის საშუალებას საბანი მისცემთ.”
5. სოციალური ქსელების ფოლკლორი. 2015 წლის დეკემბრის შემდეგ ეს უკვე რიგით მესამე დევალვაციაა. პირველ ჯერზე ყველა პანიკაში იყო, მეორე ტალღას საზოგადოება გონებამახვილური შენიშვნებითა და ენაკვიმატობით შეხვდა, ამ შემთხვევაში კი, დევალვაციამ ზოგიერთს ლექსების წერაც კი დააწყებინა.
გამოქვეყნდა: 06.09.2016