სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვმა პირველივე ტურში გაიმარჯვა
გაზიარება
გაზიარება
სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მოქმედმა სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 57,98 პროცენტი მიიღო და ოფოციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა – ხმათა 30 პროცენტამდე, კანდიდატმა ალან გაგლოევმა კი 11 პროცენტი მიიღო.
ლეონიდ თიბილოვმა საკუთარი კამპანია “სტაბილურობის და განვითარების” ლოზუნგით წარმართა. ანატოლი ბიბილოვი კი მთავრობას არაეფექტურობისთვის მწვავედ აკრიტიკებდა. წინასაარჩევნო პროცესი მრავალი სკანდალისა და საარჩევნო დარღვევებში ბრალდებების ფონზე წარიმართა.
ფაქტია, რომ ლეონიდ თიბილოვს ვერ უშველა ბოლო შეხვედრამ ვლადიმირ პუტინთან, რასაც ტრადიციულად სამხრეთი ოსეთის ამომრჩევლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 78-მა პროცენტმა სამხრეთ ოსეთის სახელის “სამხრეთ ოსეთი – სახელმწიფო ალანიად” შეცვლას დაუჭირა მხარი.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორს ეკუთვნის, და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას