ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება
გაზიარება
გაზიარება
მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება.
სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული
გამყრელიძის თქმით, ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ადვილად ვავლენთ ახალ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს.
როდის მოიხსნება შეზღუდვები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა შეზღუდვების მოხსნაზეც. მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვები არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოიხსნება.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.
რაც შეეხება ბიზნესს, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ აცხადებს, რომ ბიზნესის გახსნა ერთბაშად არ მოხდება. მისი თქმით, არსებობს მონახაზი, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება, რომ ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი:
“ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით.”
ბოლოს 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად დაბალი 110 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ჩატარდა ასევე ცოტა – 4 964 ტესტი.
● სულ საქართველოში დადასტურებულია 247 915 შემთხვევა აქედან: ● გარდაცვლილი – 2 958 ● გამოჯანმრთელებული – 234 636 ● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 10 295