აფხაზეთში ავტომობილების გადასახადი სამჯერ გაიზრდება
გაზიარება
გაზიარება
ავტომობილების გადასახადი აფხაზეთში
აფხაზეთში ავტომობილების წლიური გადასახადი სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ საგზაო ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიტალი ცვიჟბამ განაცხადა.
პარლამენტი მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს 2023 წლის ბოლომდე განიხილავს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ტარიფის ზრდა ეტაპობრივად მოხდება და სამ წელზე გადანაწილდება.
ახლა ამ გადასახადის ოდენობა იწყება 1200 რუბლიდან [დაახლოებით $12], რაც იზრდება მანქანის ძრავის სიმძლავრის მიხედვით.
მთლიანობაში, აფხაზეთში, 2022 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 42 ათასი მანქანა.
სატრანსპორტო საშუალებების წლიური გადასახადი ერთ-ერთია იმ ორი კომპონენტიდან, რომლის მეშვეობითაც ყალიბდება აფხაზეთის საგზაო ფონდის ბიუჯეტი. მეორე კომპონენტია იმპორტირებულ ბენზინსა და დიზელის საწვავზე დაწესებული სპეციალური გადასახადი.
მომავალი წლიდან გზის ფონდს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო ექნება – იგეგმება, რომ ფონდის ბიუჯეტში აფხაზეთში უცხოური ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევის ოდენობის 20%-ის მიიღებენ.
თუმცა, მიუხედავად შემოსავლის ზრდისა, ფონდს აქვს საკმარისი თანხა მხოლოდ გზების კოსმეტიკური შეკეთებისთვის. რესპუბლიკური და რეგიონული მნიშვნელობის გზების კაპიტალური შეკეთება, როგორც წესი, რუსული საინვესტიციო პროგრამების ხარჯზე ხორციელდება.
„საწვავის ფასების და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ფონზე, რამაც გამოიწვია საქონლისა და მომსახურების გაძვირება, ასევე უმუშევრობის მაღალი პროცენტისა და დაბალი ხელფასის ფონზე, ავტომობილებზე გადასახადის გაზრდა ძარცვას ჰგავს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – ამბობს ოპოზიციური ვეტერანთა მოძრაობის ხელმძღვანელი, ორგანიზაცია „არუას“ თავმჯდომარე თემურ გულია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო