აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პირველ არხზე გადაცემას წაიყვანს
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რუსეთის პირველ არხზე გადაცემა „გლობალური უმრავლესობის“ წამყვანი იქნება. პროექტის მთავარი მიზანი დასავლური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლაა.
პირველი ეპიზოდი, რომელშიც ინალ არძინბა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისგან ინტერვიუებს იღებს, დღეს, 17 აპრილს გავა.
- “ტროლების ქარხანა” ინალ არძინბასთვის – ОКНА-ს გამოძიება
- ინალ არძინბამ სოციალურ ქსელებში საკუთარი თავი შეაქო და სხვისი ტელეფონიდან შეურაცხყოფა მიაყენა ქალებს
აფხაზეთის ხელისუფლებას ჯერ არ დაუდასტურებია, რომ არძინბა გადაცემას წაიყვანს.
მაგრამ რუსეთში აფხაზეთის საელჩოს ყოფილმა მრჩეველმა ტატიანა გულიამ ეს ფაქტი ძალიან უარყოფითად მიიღო.
„როგორ იმოქმედებს რუსი წამყვანის როლი აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობაზე?
მაინტერესებს, რა ფორმით აიღებს ინტერვიუს ინალ არძინბა ამა თუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან?
რა განზრახვები აქვს ინალ არძინბას?“ – ამბობს გულია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო