ინალ არძინბამ სოციალურ ქსელებში საკუთარი თავი შეაქო და სხვისი ტელეფონიდან შეურაცხყოფა მიაყენა ქალებს
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მძღოლის ტელეფონიდან სოციალურ ქსელებში საეჭვო კომენტარების წერაში ამხილეს. ამან აფხაზეთში დიდი სკანდალი გამოიწვია.
ყველაფერი იმას მოჰყვა, რომ Telegram-ის ერთ-ერთ არხზე, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო გზავნილით აქტიური დისკუსია დაიწყო სამინისტროსა და პირადად ინალ არძინბას საქმიანობაზე.
განსაკუთრებით აქტიურობდა მომხმარებელი სახელად “პროფესორი”: თავიდან ის აქტიურად იცავდა და აქებდა საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი დაიწყო ინალ არძინბას კრიტიკოსების შეურაცხყოფა, რომელთა უმრავლესობაც ქალები იყვნენ.
- რა შუაშია კრემლი? რატომ გადადგა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რატომ გადაიფიქრა შემდეგ
- “საფრთხე ხალხისთვის და სტალინიზმის პროპაგანდა“ – მოსაზრება აფხაზეთის საგარეო უწყებაზე
ცოტა მოგვიანებით ეს შეურაცხყოფა კომენტარებიდან წაიშალა. უცნობია, თავად მომხმარებელმა წაშალა ისინი თუ არხის ადმინისტრატორმა, მაგრამ განაწყენებული ქალების ახლობლებმა თემა დახურულად არ მიიჩნიეს. მათ დაიწყეს იმის გარკვევა, ვინ იმალებოდა ზედმეტსახელად “პროფესორის” უკან და აღმოჩნდა, რომ ტელეფონის მფლობელი, საიდანაც ეს კომენტარები დაიწერა, ინალ არძინბას მძღოლი იყო.
ამის შემდეგ, “მსხვერპლები“ პირადად შეხვდნენ მძღოლს, მან კი აღიარა, რომ კომენტარი არ დაუწერია და ეს თავად ინალ არძინბამ გააკეთა მისი ტელეფონიდან. გაირკვა, რომ მინისტრი პერიოდულად იყენებს მძღოლის ტელეფონს სოციალურ ქსელებში კომენტარებისთვის.
სკანდალთან დაკავშირებით არც ინალ არძინბას და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს განცხადება არ გაუკეთებიათ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო