ცუდი განათლება თუ პანდემია? აფხაზეთის უნივერსიტეტში, ყველა მსურველი მიიღეს
აფხაზეთის უნივერსიტეტმა ყველა, 668 აბიტურიენტი მიიღო, რომლებმაც საბუთები შეიტანეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ქულა მიიღეს მათ ჩაბარებისას.
ოფიციალურად განაცხადეს, რომ უჩვეულო გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების გამო მიიღეს.
მაგრამ არაოფიციალურად, პრორექტორმა ვიქტორ მალანძიამ აღნიშნა, რომ რეალური მიზეზი, აბიტურიენტების უმრავლესობის ცოდნის ძალიან დაბალი დონეა.
- სომხეთში აბიტურიენტები წელს ერთ გამოცდას ჩაბაარებენ, მოსწავლეებს კი გამოცდები საერთოდ არ ექნებათ
- ისტორიაიმისშესახებ, თუროგორვერშეძლოკორონავირუსმამათემატიკისშეჩერება
2020 წლის მარტიდან, პანდემიის გამო, აფხაზეთში, სკოლები სრულად დაკეტილია. იქ ონლაინსწავლების ორგანიზება ვერ შეძლეს.
ამ არაორდინარულ სიტუაციაში, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, ყველა მსურველს მისცეს ერთი სემესტრით სწავლის საშუალება. საბოლოო გადაწყვეტილება, ვინ დარჩება სტუდენტად, პირველი სესიის შედეგების მიხედვით მიიღება.
2020 წლის 21 ივლისიდან, აფხაზეთში, კორონავირუსის ინფექციის ახალი აფეთქებაა – მას შემდეგ, რაც მანამდე ერთი დღით ადრე განაცხადეს, რომ აფხაზეთში აღარ არის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა.
რამდენიმე დღის განმავლობაში, 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ინფარქტი დასახელდა.
აფხაზეთში, პანდემიის დაწყებიდან, 57 ადამიანი დაინფიცირდა.