რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მეთერთმეტე დღე. განახლებადი ინფორმაცია
-
ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი:
“როგორც ჩანს, პუტინის სამხედრო „სტრატეგია“ უბრალოდ უკრაინის სრულ განადგურებას გულისხმობს, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას. უბრალოდ საშინელებაა. ერთ მშვენიერ დღეს მან პასუხი უნდა აგოს. წერს ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი.
-
ხარკოვში თავს დაესხნენ სატელევიზიო ანძას. მაუწყებლობა შეწყდა. unian
ხარკოვი. რუსები თავს დაესხნენ სატელევიზიო ანძას. მაუწყებლობა შეწყდა. ირპენში კი მოსახლეობის ევაკუაციის დროს რუსი სამხედროების ავიაიერიშის შედეგად რვა მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
-
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის შესახებ, რომელსაც პენტაგონი აფინანსებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის შესახებ, რომელსაც პენტაგონი აფინანსებს.
„ჩვენ მივიღეთ უკრაინის ბიოლოგიური ლაბორატორიების თანამშრომლებისგან დოკუმენტაცია ჭირის, ჯილეხის, ქოლერის და სხვა მომაკვდინებელი დაავადებების პათოგენების საგანგებო განადგურების შესახებ“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა
-
რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების მფლობელები თანხის განაღდებას და ბარათით გადახდას საქართველოშიც ვერ შეძლებენ.
საბანკო ასოციაცია – რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების მფლობელები თანხის განაღდებას და ბარათით გადახდას საქართველოშიც ვერ შეძლებენ.
-
ვინიცას სამხედრო აეროპორტის დაბომბვა.
-
პოლიციის მცდელობის მიუხედავად, მოსკოვში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გრძელდება
მომიტინგეები მცირე ჯგუფებად გადიან ქუჩებში და სკანდირებენ ლოზუნგებს.
ვიდეოზე: მოსკოვის ცენტრში პოლიცია დემონსტრანტებს მისდევს. -
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 6 მარტის მდგომარეობით, რუსეთის დანაკარგებმა შეადგინა:
11 ათასზე მეტი ადამიანური დანაკარგი (ადრე იყო განმარტებული, რომ აქ შედიან არა მხოლოდ დაღუპულები, არამედ დაჭრილებიც, რომლებიც ვერ აგრძელებენ ბრძოლას)
საბრძოლო ჯავშანმანქანები ‒ 985 ერთეული
საარტილერიო სისტემები – 109 ერთეული
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – 50 ერთეული
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 21 ერთეული
თვითმფრინავი – 44 ერთეული
ვერტმფრენები – 48 ერთეული
საავტომობილო ტექნიკა – 447 ერთეული
მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები – 2 ერთეული
ტანკები PPM-ით – 60
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები – 4
-
ბაზრობა ხარკოვში გუშინდელი დაბომბვის შემდეგ
-
კრემლი კვლავ აგრძელებს საკუთარი მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ უკრაინა ბირთვულ იარაღას ამზადებდა.
სამი მთავარი სახელმწიფო რუსული საინფორმაციო სააგენტო (Ria Novosti, Interfax და TASS) ერთდროულად, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის ბირთვულ გეგმებზე.
აი, რას წერენ ისინი:
უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნაზე 1994 წლიდან მუშაობს, 2014 წელს კი პოროშენკოს ბრძანებით ეს მუშაობა გააქტიურდა.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ მიმდინარეობდა შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე (ამერიკამ პლუტონიუმი გადასცა კიევს).
კიევმა პლუტონიუმთან მუშაობისა და “ბინძური” ბომბის დამზადებისთვის
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაბინძურებული ზონა გამოიყენა.
უკრაინის ბირთვული პროგრამის შესახებ დოკუმენტაცია, თითქოსდა, ინახებოდა ზაპორიჟიეს
ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რომელზეც 4 მარტს რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს.
ასევე, როგორც კრემლის მედიები წერენ, კიევი მუშაობდა ახალი სარაკეტო იარაღის შექმნასა და მოდერნიზებაზე, რათა ბირთვული იარაღის მიწოდების საშუალება ჰქონოდა. თურქეთთან თანამშრომლობა რაკეტების სფეროში უკრაინას ბირთვული პროგრამის შესანიღბად სჭირდებოდა.
-
რას ნიშნავს no fly zone. და რატომ იკავებს თავს ნატო უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისგან:
საუბარია რუსული სამხედრო ავიაციისთვის უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვაზე (სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის უკრაინის ცა კაი ხანია ჩაიკეტა).
თავად უკრაინის საჰაერო ძალები ცდილობენ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი – რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას, რა დროსაც იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, ამიტომ უკრაინა ცის დაკეტვას ნატოს სთხოვს.
როდესაც ცა არასაფრენ ზონად გამოცხადდება, ის უნდა იყოს დაცული სამხედრო აქტივობებით – მაგალითად, პატრულირება სამხედრო თვითმფრინავით ან დაცვა საჰაერო თავდაცვის სისტემებით ან მიწა-ცა სარაკეტო სისტემებით.
სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც დაარღვევენ აკრძალულ ზონას – აგდებენ, თავად საჰაერო სივრცეს კი აქტიურად აკონტროლებენ რადარიდან და კოსმოსიდან.
ანუ თუკი ნატო უკრაინის თავზე არასაფრენ ზონას გამოაცხადებს, ეს ნიშნავს, რომ ნატოს სამხედრო ძალებს მოუწევთ პატრულირება უკრაინის თავზე საჰაერო სივრცეში და მოუწევთ ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
ეს კი ნიშნავს ნატოს და ნატოს ქვეყნების პირდაპირ ჩართვას კონფლიქტში და რუსეთთან პირდაპირ ომს, რაც არც ერთი ქვეყნის გეგმებში არ შედის -
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია კიევის დროით 12:00 საათზე დაიწყებ
-
სამი ათასი ამერიკელი მოხალისე მზადაა უკრაინის საერთაშორისო ბატალიონის შემადგენლობაში ჩაეწეროს - აცხადებს "ამერიკის ხმა"
სამი ათასი ამერიკელი მოხალისე მზადაა უკრაინის საერთაშორისო ბატალიონის შემადგენლობაში ჩაეწეროს – აცხადებს “ამერიკის ხმა” ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლზე დაყრდნობით.
მსურველთა შორის არიან ერაყში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში სამხედრო ოპერაციების ვეტერანები.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო ჯამში 16 ათასზე მეტ უცხოელ მოხალისეს ელოდებიან უკრაინაში.
მათ შორის ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და ისრაელის, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები.
საერთაშორისო ლეგიონის რიგებში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს საქართველოს, ხორვატიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.
-
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა წარმოადგინა ექვსპუნქტიანი გეგმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დასაპირისპირებლად.
➖ „საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის“ შექმნა უკრაინის დასახმარებლად;
➖ უკრაინის დახმარება და გაძლიერება თავდაცვის მიმართულებით;
➖ ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა რუსეთზე;
➖ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას უკრაინაში რუსეთის ქმედებების „მცოცავი ნორმალიზაცია“;
➖ საომარი მოქმედებების დასასრულებლად ნებისმიერი დიპლომატიური ძალისხმევა უნდა
მიმდინარეობდეს
უკრაინის ლეგიტიმური წარმომადგენლის მონაწილეობით;➖ საჭიროა ევროატლანტიკური უსაფრხოების გაძლიერება და სასწრაფო კამპანია ნატოს ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად
ორშაბათს ბორის ჯონსონი გეგმას განიხილავს კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან და ჰოლანდიის პრემიერ მინისტრ მარკ რუტესთან ერთად, რომლებიც ლონდონში იმყოფებიან.
სამშაბათს ჯონსონი ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების – ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერებს უმასპინძლებს.
-
ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ამბები:
➖ შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაცია
➖ ღამის განმავლობაში იყო შეტყობინებები საჰაერო თავდასხმის შესახებ კიევსა და კიევის რეგიონში, ჩერნიგოვში, ჟიტომირში.
➖ გადახდის სისტემები Visa და MasterCard ტოვებენ რუსეთს. რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთში გაცემული ბარათები შეწყვეტს მუშაობას საზღვარგარეთ, ხოლო საზღვარგარეთ გაცემული ბარათები რუსეთში.
➖ საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, უკრაინის ომი „სერიოზულად იმოქმედებს“ გლობალურ ეკონომიკაზე.
➖ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათისთვისაა დაგეგმილი.
-
„ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებენ, რომ მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
„ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებენ, რომ მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.წერს Hromadske.
ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მარიუპოლის მოსახლეობას სასმელ წყალზე წვდომის პრობლემა აქვს. გარდა ამისა, ქალაქში იწურება საკვები, არ არის ელექტროენერგია. მარიუპოლი რუსული არმიის მიერ ალყაშია მოქცეული. -
ლვოვის სომხური საკათედრო ტაძრიდან იესო ქრისტეს ქანდაკება გამოიტანეს ბუნკერში შესანახად
ბოლოს ეს ქანდაკება ტაძრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიტანეს ასევე უსაფრთხოების მიზნით, წერს უკრაინსკა პრავდა. ტაძარი იუნესკოს ძეგლია, იგი აშენდა მე-14 საუკუნეში.
-
5 მარტის Live. ომი უკრაინაში . მეათე დღე
4 მარტის Live. ომი უკრაინაში დღე მეცხრე.
3 მარტის Live.ომი უკრაინაში. დღე მერვე.
2 მარტის Live.ომი უკრაინაში. დღე მეშვიდე.
1 მარტის Live. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მეექვსე დღე.
28 თებერვლის Live .უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღე მეხუთე.
27 თებერვლის Live. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომის მეოთხე დღე
26 თებერვლის Live.რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომის მესამე დღე