ფიონა ეფლი, MokuMoku, Pet Shop Boys და სხვები. რას მოვუსმინოთ პანდემიური ზაფხულის მიწურულს
პირბადე, კარანტინი, ლოქდაუნი – უკვე მეორე ზაფხულია ამ სიტყვებმა ჩაანაცვლა მოგზაურობა, წვეულება, გართობა. უკვე მეორე ზაფხულია, ადამიანები ერთად ვერ იკრიბებიან, რომ გაერთონ, იცეკვონ, იმხიარულონ.
“Coke Summer & Music Uplift Breaks“ – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც კოკა-კოლამ გლობალური მასშტაბით წამოიწყო იმ დიდი სტრესის გასამკლავებლად, რომელიც კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს მოუტანა. კამპანიის მიზანია კოვიდ- მსოფლიოში ადამიანებს განწყობა აუმაღლოს.
გლობალურ კამპანიას ქართული “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც” გამოეხმაურა.
თუკი თქვენ ცხოვრობთ თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში, ალბათ უკვე შეამჩნევდით თქვენს ქალაქებში სხვადასხვა ადგილას გაკრულ ბანერებს, რომლებზეც გამოსახულია კოკა-კოლას ბოთლი მუსიკალური ელექტრო-ტალღების კონტურებით და QR კოდით.
ამ QR კოდთან თქვენი სმარტ ტელეფონი რომ მიიტანოთ, სამ წამში მუსიკალური პლატფორმის, Spotify-ს „ფლეილისთზე“ აღმოჩნდებით. აქ მუსიკა სპეციალურად თქვენი ლოკაციის გათვალისწინებითაა შერჩეული. ანუ ბათუმში სხვა ფლეილისტი ჩაირთვება, ქუთაისში – სხვა და თბილისში კი სხვა.
ხოლო თუ იმ რამდენიმე ათას ადამიანს შორის ხართ, ვისაც იზოლაცია უწევს და გარეთ ვერ გადის, კოკა-კოლას ფლეილისტი შეგიძლიათ “ვოლტზეც” აღმოაჩინოთ. თუ საყვარელ კერძს კოკა-კოლასაც მიაყოლებთ, საჩუქრად გერგებათ სპეციალური მაგნიტური ბარათი, სადაც იქნება ის მუსიკა, რომელიც თქვენ მიერ შეკვეთილ კერძს მოუხდება. თუ ხინკალია თქვენი კერძი, ქართული ფლეილისტი ჩაირთვება, თუ ბურგერი – ამერიკული და ა.შ.
კოკა-კოლას ლოკალური იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ პანდემიის დროს ადამიანები მუსიკის გარეშე არ დარჩნენ.
ეს ფლეილისტები საგანგებოდ კოკა-კოლას დაკვეთით Dancing On Architecture-ის გუნდმა შეადგინა.
ამასთან, Spotify-საც დატესტავთ, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ. ეს პოპულარული მუსიკალური პლატფორმა სულ ცოტა ხნის წინ შემოვიდა ქართულ ბაზარზე.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ეს პლატფორმა მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენა.
“კოკა-კოლამ” ჯემნიუსის მკითხველისთვისაც შეადგინა პატარა ფლეილისტი – თითო კომპოზიცია ყველა ლოკაციიდან.
ახლა, როდესაც ახალი შეზღუდვები ამოქმედდა და ქვეყანა კოვიდ-პიკშია, განწყობის ამაღლება ნამდვილად არავის აწყენს. გაიკეთეთ ყურსასმენები და გადაეშვით:
-1-
ფლეილისთი – “მოუსმინე ბულვარში”;
სად ვუსმენთ – ბათუმის ბულვარი;
რჩეული ტრეკი – Caribou/ Can`t Do Without You
დენიელ სნეიტი სტილს და განწყობას ხელთათმანებივით იცვლის. ალბომში, სადაც ეს ტრეკია შესული, ის მოულოდნელად ბევრს მღერის.
-2-
ფლეილისთი – “მოუსმინე ნიკეაზე”;
სად ვუსმენთ – ქუთაისი, ნიკეას ქუჩა;
რჩეული სიმღერა – Pet Shop Boys/ Being Boring
წლები გადის და ნილ ტენანტი და კრის ლოუ არ ღალატობენ საკუთარ თავს, უბრალოდ სულ ცოტათი ბერდებიან. მყუდრო სტაბილურობა და ელექტროპოპის მუდმივი კლასიკა თუ გნებავთ, ეგაა.
-3-
ფლეილისთი – “მოუსმინე ვერის ბაღში”;
სად ვუსმენთ – ვერის ბაღი;
რჩეული სიმღერა – Pete Rock/Props
შადრევანში მოთამაშე ბავშვები და ვერის ბაღის ბირჟა კარგი ფონია პიტ როკის ამ ტრეკისთვის. ნამდვილად ქალაქის ცენტრში მოსასმენი სიმღერაა.
-4-
ფლეილისთი – “მოუსმინე მელიქიშვილზე”;
სად ვუსმენთ: მელიქიშვილის გამზირი
რჩეული სიმღერა – Fiona Apple/Drumset
“მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა” – ადრე მელიქიშვილზე ამ სიმღერას უსმენდნენ. უფრო სწორედ, ღიღინებდნენ. ფიონა ამ გამზირს არანაკლებ მოუხდა. თუმცა, ფიონა ყველგან მაგარია – მელიქიშვილზეც და გურამიშვილზეც.
-5-
ფლეილისთი – “მოუსმინე ყაზბეგზე”;
სად ვუსმენთ – ყაზბეგის გამზირი
რჩეული სიმღერა – MokuMoku – I wanna know now
MokuMoku ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია თანამედროვე ქართული მუსიკის სცენაზე. ამ ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ გაერთიანების ეს ტრეკი განსაკუთრებით საინტერესოა.