საქართველო არქივი- 07.02.2021 ქართველმა რაგბისტებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს გაზიარება გაზიარება დღეს რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით 16:7 დასრულდა. ეს იყო ტურნირის – “რაგბი ევროპა 2020”-ის ბოლო შეხვედრა. მატჩი ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. დღევანდელი შეხვედრამ გულშემატკივრების გარეშე ჩაიარა. პირველი ტაიმი 0: 0 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და “რაგბი ევროპა 2020”-ის გამარჯვებულები გახდნენ. ტრადიციულად, საქართველო რუსეთის ნაკრებისთვის უხერხული მეტოქეა. 1993 წლიდან დღემდე რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოუგო ქართველ ბორჯღალოსნებს.
რეგიონებიდან ერევანში ავტომობილების შესვლა, შესაძლოა, აიკრძალოს. რას ფიქრობენ ექსპერტები და ადგილობრივები
რეგიონებიდან ერევანში ავტომობილების შესვლა, შესაძლოა, აიკრძალოს. რას ფიქრობენ ექსპერტები და ადგილობრივები
მოსაზრება: ირაკლი კობახიძის ვრცელი ანგარიში შეიძლება ნიშნავდეს, რომ მისი გადადგომისთვის ყველაფერი შემზადებულია
საქართველოში ორი გერმანული ფონდი დაიხურა. ორგანიზაციები გადაწყვეტილებას მთავრობის შეზღუდვებს უკავშირებენ